სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას ,,მატყუარა ოცნების" პარტიაც აღიარებს - გიორგი ვაშაძე

10.05.22 16:09
 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას ,,მატყუარა ოცნების" პარტიაც აღიარებს - გიორგი ვაშაძე

,,სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანის შეთავაზებას ეხმაურება. მისი თქმით, ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ამასთან გიორგი ვაშაძე ენმ-ს ინიციატივას მხარს უჭერს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

იუსტიციის მინისტრის განცხადება ,,ვივა მედთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ჩანს, მართლაც ძალიან  მძიმეა და ამ რეალობას აღიარებს "ქართული ოცნება", უფრო სწორედ მატყუარა ოცნებების პარტია. 

ვფიქრობ, რომ შეიძლება დროებითი გამოსავლისთვის ეს სწორი იყოს და კარგი იყოს მისი გადაყვანა ,,ვივა მედში", მაგრამ ამ საკითხს სჭირდება გრძელვადიანი გადაწყვეტა. ამიტომაც ჩვენ ვემხრობით ჰუმანიტარული მიზნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - ,,ვივა მედში", გადაყვანას სთავაზობენ. 

რატი ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით" მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები