"კარგად არ გცნობიათ ბიძინა ივანიშვილი!" - კობახიძე შვეიცარიის ბანკს ემუქრება და ისევ "ომის ჩართვის" სურვილზე საუბრობს
თუ აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მისი ხასიათი არ სცოდნიათ - სკანდალური განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა.
მას შემდეგ, რაც შვეიცარულმა ბანკმა (Credit Suisse-მა) ბიძინა ივანიშვილს კუთვნილი ფულის მიცემაზე უარი უთხრა, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ადგილი აქვს “კოორდინირებული ქმედებებს” რომლის მიზანიც, კობახიძის მტკიცებით, შესაძლოა, საქართველოს ომში ჩართვა იყოს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ შევეიცარიულმა კომპანიის ქმედებები საეჭვოა:
მაშინ, როცა გადარიცხვას სჭირდება რამდენიმე საათი და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული...
არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია.
თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ არ ცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი"- დასძინა მან.