პარტიის მშენებლობას ვიწყებთ - გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა

14.04.21 12:02
პარტიის მშენებლობას ვიწყებთ - გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა, "ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვა. 

სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანნა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა.

მიხეილ დაუშვილს კორონავირუსი აქვს და ის ამ მიზეზით არ იმყოფებოდა ბრიფინგზე. 

აღსანიშნავია, რომ 6 დეპუტატი პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაქმნელად საკმარისია, თუმცა ახალი რეგლამენტის თანახმად, მათ დამოუკიდებელ დეპუტატებად  მოუწევთ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა.