ვინ უნდა დაუდგეს თავდებში, რომელია ავტორიტეტი? - ზარქუა ენმ-ს თავდებობაზე

11.05.22 13:28
ვინ უნდა დაუდგეს თავდებში, რომელია ავტორიტეტი? - ზარქუა ენმ-ს თავდებობაზე

ენმ-ს გადაწყვეტილებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება, "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ცირკს და შოუს უწოდებს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიის წევრები სანდოები არ არიან და მათი თავდებობა აბსურდია. 

ეს ყელაფერი მათ აქციეს ცირკად. შოუს ელემენტები შეიტანეს ახლა. ვინ უნდა დაუდგეს თავდებში, რომელია ავტორიტეტული  და რომელია ადამიანი, რომელიც დადებს პირობას და  შემდეგ არ შეცვლის? აბა, ჩამომითვალეთ, ერთი, კონკრეტული გვარი მითხარით. კონკრეტულად მისჯილი აქვს ადამიანს კონრეტულ დანაშაულებებზე. მან უნდა მოიხადოს. გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესიდან, შევთავაზეთ, რომ „აგერ ბატონო, კვლევები გაკეთდეს კერძო კლინიკაში. ამსა რა უპასუხა? ულტიმატუმებით და  პირობებით და ახლა, ესე იგი, არაა მთლად ისე, განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის და კი ბატონო, იყოს იქ, სადაც არის. შეგიძლიათ მითხრათ ერთი სამეიცინო სერვისი, რომლის მიწოდებაც ადგილზე საქართველოში შეუძლებელია?, -  ამბობს ზარქუა. 

"ნაციონალური მოძრაობა" მხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება. შესაბამისი დოკუმენტი პარტიას ისუტიციის სამინისტროში შეაქვს. თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით  დეპუტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, ის უკან, ციხეში დაბრუნდება და არ მიიმალება.  

მსგავსი სიახლეები