ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე - გახარიას გუნდი

14.04.21 12:04
ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე - გახარიას გუნდი

გახარიას ახალი გუნდის წევრები  პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა. 

ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ დღეიდან გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, შესაბამისად ვტოვებთ ,,ოცნებას" და პარალმენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ,,ოცნების" წევრები და ვიზიარებთ იმ წარმატებებს და წარუმატებლობლებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხსიმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.