20 ივნისს შეცდომები იყო და ჩვენ ამას ვიზიარებთ -გიორგი გახარიას გუნდი
20 ივნისს შეცდომები იყო და ჩვენი გუნდი ამას იზიარებს - განაცხადა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდი 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გაურბის.
20 ივნისის პირველი შეცდომა, რაც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ადარდებს, იყო რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას და ხალხს ამის ყურება მოსწყინდა. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი, ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამ პოლიტიკით ქვეყნის განვითარება - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
დღეს ,,ქართული ოცნება" ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კადრებმა დატოვეს. მათ ახალი პარტიის შექმნა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა დააანონსეს.