"ქართული ოცნების" დღის წესრიგი ხალხის საჭიროებებს არ შეესაბამება - ბექა ლილუაშვილი

14.04.21 12:23
"ქართული ოცნების" დღის წესრიგი ხალხის საჭიროებებს არ შეესაბამება -  ბექა ლილუაშვილი

"ქართული ოცნებიდან" წასული ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ "რადიკალიზაციით გაჯერებული დღის წესრიგი უნდა დასრულდეს". 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ასცდა იმ ღირებულებებს, რის გამოც მას ამომრჩეველმა ხმა მისცა. 

უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა, თუ მოპოვების გამო გაჩაღებული პოლიტიკური დოღი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში ,,ქართული ოცნების", როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის, დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებსა და მიზნებს. სწორედ ამიტომ დავტოვე პარტია- თქვა მან. 

გიორგი გახარიას კადრებმა დღეს ,,ქართული ოცნება" დატოვეს. ისინი ახალი პარტიის შექმნას აპირებენ.