სირცხვილია - არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდს მიმართავს

14.04.21 12:53
სირცხვილია - არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდს მიმართავს

,,სირცხვილია" - ასე შეაფასა არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას ახალი გუნდის გადაწყვეტილება, დატოვონ ,,ქართული ოცნება". საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ  გახარიას კადრებმა მმართველ გუნდთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ებრძოლა, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბის.

 სამწუხაროა, რაც გახარიამ გამოავლინა ბოლო დროს გუნდთან ურთიერთობაში. სამწუხაროა, რომ მათ პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო გადაწყვეტილებების ნაცვლად, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით. რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა. დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან. არსებობს ბევრი კითხვა და მათზე პასუხებია გასაცემი. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა ის გამოწვევებია, რაზეც თვითონ ისაუბრეს. გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობის არიდება, მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია და სირცხვილია - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს გიორგი გახარიას კადრებმა ,,ქართული ოცნება" დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებენ.  

მსგავსი სიახლეები