აქციების ფორმატს ვცვლით - ზაალ უდუმაშვილი

02.03.21 17:31
აქციების ფორმატს ვცვლით - ზაალ უდუმაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაწყდა რომ აქციები გაგრძელდება, თუმცა  სხვა ფორმატში ჩატარდება ისე, რომ სამართლდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების რისკი შემცირდეს. რაც შეეხება 15 მარტს დაგეგმილ მასშტაბურ აქციას, ძალაში რჩება.

ენმ-ის წევრმა, ზაალ  უდუმაშვილმა  ჟურნალისტებთან თქვა, რომ ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატის შეცვლის მიზეზი ის გახდა,რომ მათ არ სურთ  ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი და მოლაპარაკების ჩაშლა დააბრალონ.

ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ, - თქვა უდუმაშვილმა

აქცია და პიკეტირება პარლამენტთან დღეს დილას გაიმართა. პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები