თბილისში ავტობუსებზე ტაბლოები გაითიშა, ხალხმა არ იცის, რა მიმართულებით მიდის
თბილისში ავტობუსებზე ტაბლოები გაითიშა - ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. სპეციალურ განცხადებაში მერიამ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოიხადა:
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! - წერია განცხადებაში.