ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - დაკავებულია 4 აქტივისტი

14.04.21 13:16
ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - დაკავებულია  4 აქტივისტი

ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - პოლიციამ აქტივისტები დააკავა. დაკავებულებს შორის არიან  გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი და ნიკა ნარსია.

დაკავება იმ დროს მოხდა, როცა "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები  აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას ე.წ. საზღვარზე 5 დღიანი კარანტინი გაუქმებას სთხოვენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს პოლიციამ მათზე წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ოთხივე დაკავებული ამ დროისთვის შსს-ს შენობაში არიან გადაყვანილი.აქტივისტებმა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან გადაინაცვლეს. ისინი ლონდა თოლორაიასთან შეხვედრას მოითხოვენ და სთხოვენ მას, რომ შეისწავლოს ეს ფაქტი. 

მსგავსი სიახლეები