პარლამენტის ნაცვლად 4 პარტიანი ,,დუმა" გვექნება - გია ხუხაშვილი

14.04.21 13:06
პარლამენტის ნაცვლად 4 პარტიანი ,,დუმა"  გვექნება - გია ხუხაშვილი

ცოტა ხანში პარლამენტის ნაცვლად 4 პარტიანი ,,დუმა" გვექნება - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. ექსპერტს მიაჩნია, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარის გუნდის გადაწყვეტილება, დატოვონ მმართველი პარტია და ახალი შექმნან, ,,სუვერენულ დემოკრატიას" შექმნის.

ცოტა ხანში პარლამენტის ნაცვლათ 4 პარტიიანი "დუმა"  გვექნება დომინანტი პარტიით, ულტრა-კონსერვატული და მემარცხენე პარტიებით და პარტიით, რომელსაც კობახიძე-ღარიბაშვილი ეჯავრება, მაგრამ ბიძინა ძალიანაც უყვარს...
ასე გამოიყურება სუვერენული დემოკრატია - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს გიორგი გახარიას კადრებმა ,,ქართული ოცნება" დატოვეს და ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს.