გახარიას გუნდი ოპოზიციისთვის განკუთვნილ სკამებზე - ფოტო პარლამენტიდან
პარლამენტში ოპოზიციის განკუთვნილი სკამები ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა შეავსო.
დღეს მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანნა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა.
მიხეილ დაუშვილს კორონავირუსი აქვს და ის ამ მიზეზით პარლამენტში არ იმყოფება.