წყლის ჭავლის მანქანები და რკინის ბარიკადებით გაყოფილი სოფელი - რა ხდება რიონის ხეობაში

14.04.21 13:41
წყლის ჭავლის მანქანები და რკინის ბარიკადებით გაყოფილი სოფელი - რა ხდება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ისევ დაძაბულობაა. "ტვ. პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე  მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები, მიიტანეს საბურავებიც. ადგილზე რჩება სპეცრაზმი. 

ჩვენი კორესპოდენტის ცნობით,  პროტესტი პოლიციის მხრიდან რკინის ბარიკადების აღმართვამ და ხეობის ორად გაყოფამ გამოიწვია. 

პოლიციის მობილიზება 14:00 საათზე დაგეგნილ საპროტესტო აქციას უკავშირდება. რიონის მცველების პროტესტს სხვადასხვა რეგიონიდანაც  უერთდებიან.