ENKA-სა და რიონის მცველების პირველი სატელევიზიო დებატები (ვიდეო)

14.04.21 14:49
ENKA-სა და რიონის მცველების პირველი სატელევიზიო დებატები (ვიდეო)

რიონის ხეობაში სიტუაცია ისევ მძიმეა - ადგილზე რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც რიონის მცველებს ნამოხვანის ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა. 

რამდენიმე წუთის წინ "მაია მამულაშვილის დღის ამბებში" ნამაჰვანჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელ მერაბ ლომინაძესა და აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. 

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას არიან გულანთებული სამშობლოს შვილები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები- თქვა ლომინაძემ. 

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მერაბ ლომინაზეს არც საკითხის ისტორია ესმის და არც პროტესტის საგანი.

ჩვენ ვთქვით, რომ ის არ გახლავთ კითხვების ადრესატი, უკიდურეს დილეტანტიზმს ამჟღავნებს ბატონი მერაბი ამ საკითხში, არც საკითხის ისტორია ესმის, არც ჩვენი პროტესტის საგანი ესმის, რატომ გამოჰყავს ისე, რომ ერთადერთ მხარედ გამოჰყავს თავისი თავი, გაუგებარია - თქვა გოლეთიანმა. 

მისივე თქმით, აქტივისტებს კითხვები არა "ენკასთან", არამედ პასუხისმგებელ პირთან აქვთ.

მერაბ ლომინაძემ "ტვ. პირველის" ეთერში თქვა, რომ ის რიონის ხეობაში ჩავა და აქციის მონაწილეებს შეხვდება. 

შევხვდეთ, რა უდგას წინ 2 ადამიანის შეხვედრას? არაფერი უდგას. მე დარწმუნებული ვარ შენს გულწრფელობაში, ეგება, ისეთი ინფორმაცია მოგაწოდო, რომელიც შენთვის საინტერესო იყოს - მიმართა ლომინაძემ გოლეთიანს.