ქიბარ ხალვაში არის უბრალოდ ხელისუფლების ხელში საშუალება - საძაგლიშვილი
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქიბარ ხალვაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა.
ნავალნი რომ დააპატიმრეს რუსეთში რა გგონიათ იქ იგივეს არ ამბობს ხელისუფლება? არცერთი ხელისუფალი არ ამბობს, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი და ადამიანი ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ ის კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება ცდილობს მოიფიქროს რაიმე მიზეზი. თუ ვინმემ დააზიანა და დაანგრია ტელეკომპანია "რუსთავი 2" ეს არის ქიბარ ხალვაში.არ არის გამორიცხული, რომ ეხლა სამოქალაქო სარჩელი ვიხილოთ, ქიბარ ხალვაში არის უბრალოდ ხელისუფლების ხელში საშუალება, რომ საჭირო დროს საჩივარი დაწეროს პროკურატურაში ან სასამართლოში", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.