"ქართული ოცნება" ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში - ანა ნაცვლიშვილი
,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოს არ ექნება წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით - განცხადება ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, გააკეთა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
ამაზე ღიად ვერ იტყვის შარლ მიშელი, ის ზუსტად აკეთებს აქცენტს იმაზე, რატომ ეღობება "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ის არაფერს აკეთებს, მათ შორის, იმ დაპირებული რეფორმების შესასრულებლად, რომელიც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმკებაში"- თქვა ნაცვლიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმების საჭიროებს ისე, როგორც არასდროს.