გვითხრან, რა დარჩა მართლმსაჯულების სისტემაში გასაუმჯობესებელი - "ოცნების" დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პასუხობს
გვითხრან, რა დარჩა მართლმსაჯულების სისტემაში გასაუმჯობესებელი და გავაუმჯობესებთ - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკას.
"ევროკავშირი და ყველა, ვინც სასამართლოს და შემდგომი რეფორმირების საკითხს აყენებს, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ შემდგომი რეფორმირებაზე. ჩვენ არაერთი ტალღა გავატარეთ და ბევრი რეფორმები. გვითხრას ვენეციის კომისიამ, ან სხვამ, ლეგიტიმური ორგანო ვინც არის, ინსტიტუცია, რომელიც სწორ რჩევებს იძლევა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის, რა დარჩა გასაუმჯობესებელი და გავაუმჯობესებთ"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმების საჭიროებს ისე, როგორც არასდროს.