რურუა და მელია პოლიტიკური პატიმრები არ არიან - გახარიას გუნდი

14.04.21 16:28
რურუა და მელია პოლიტიკური პატიმრები არ არიან - გახარიას გუნდი

რურუა და მელია პოლიტიკური პატიმრები არ არიან - ამის შესახებ გახარიას გუნდის ლიდერმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის ,,დღის ეთერში" განაცხადა. 

რაც შეეხება რურუას და მელიას საკითხს, არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს ეს საკითხი დაყენებული. პოლიტპატიმრების საკითხი, რომელიც ჟღერდება დღეს,  არ შეესაბამება სიმართლეს. თუ თქვენ სხვა პოლიტპატიმრებს დაასახელებთ,გიპასუხებთ, ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით მე არ ვთვლი, რომ  რომელიმე არის   პოლიტიკური პატიმარი - თქვა ხოჯევანიშვილმა.