ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები - საძაგლიშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა ექიმები, არამედ "ქართული ოცნების" ლიდერები მიიღებენ. საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მას კლინიკა "ვივა მედის" ექიმების კეთილსინდისიერებაშიო ეჭვი არ ეპარება, თუმცა ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ.
არის მძიმედ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე მივიღეთ ინფორმაციია სამედიცინო პერსონალისგან, რომ კვლევების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩენილია, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები და მიდის ამაზე მუშაობა. არ გვაქვს პრეტენზიები სამედიცინო პერსონალთან არ გვეპარება ეჭვი მათ კეთილსინდისიერებაში. მეორეს მხრივ, არ გვეპარება ასევე ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები და არა ექიმები იმიტომ, რომ წარსულშიც ეს არაერთხელ მოხდა", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილი უკვე ერთ კვირაზე მეტია კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მესამ პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს და ვერ ხერხდება აღდგენითი კვებითი თერაპიის დაწყება.