"ოცნებას“ ქვეყანა პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს - ოპოზიცის გზავნილი დერეკ შოლეს

19.05.22 15:02
"ოცნებას“ ქვეყანა პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს - ოპოზიცის გზავნილი დერეკ შოლეს

საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსული დერეკ შოლე ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმირებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აუდიენციის შემდეგ, ოპოზიციას შეხვდა. 

ძალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება, მარტივად, „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ, სივრცე აღარ დატოვა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური ხდება, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. 

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ ოლიგარქიულ მარწუხებს თავი დააღწიოს“- განაცხადა ნიკა მელიამ. 

მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გავრამის პატიმრობაზე გაამახვილებს ყურადღებას ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ხატია დეკანოიძეც. 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც ჩვენს პარტნიორებთან სასაუბრო გვაქვს ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოში მიტაცებული სახელმწიფო. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები