გახარია მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მომხრე იყო, წყალგამყოფი მისი დაკავებაა - ხოჯევანიშვილი

14.04.21 16:22
გახარია მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მომხრე იყო, წყალგამყოფი მისი დაკავებაა - ხოჯევანიშვილი

გრძნობდა თუ არა გახარიას გუნდი პასუხისმგებლობას, როცა ნიკა მელიას დაპატიმრებას მწვანე შუქი აუნთო - აღნიშნული კითხვა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ, ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრს, გიორგი ხოჯევანიშვილს, დაუსვა. 

პოლიტიკური განცხადებაა ის, რომ თითქოს პარლამენტარებმა დაიჭირეს ნიკა მელია. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. პარლამენტის წევრებმა და მათ შორის მეც, მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. დანარჩენი მართლმსაჯულების სფეროს პრეროგატივაა და პოლიტიკურ ნაწილში შეჭრის უფლება მათ შორის თქვენც არ გაქვთ- მიმართა ხოჯევანიშვილმა დიანა ტრაპაიძეს. 

ხოჯევანიშვილის თქმით, გიორგი გახარია ,,ენმ"-ს თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის შეჩერების მომხრე იყო. 

თითოეულ ადამიანს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება აქვს, ჩვენ კი ამ უფლების რეალიზაცია მოვახდინეთ. რაც შეეხება მართლმსაჯულების აღსრულებას, აქ მნიშვნელოვანია ფორმა. საუბარია ოპოზიციის სათაო ოფისში ადამიანის დაკავებაზე. ეს წყალგამყოფი იყო და რაზეც გიორგი გახარიამ ისაუბრა კიდეც- განაცხადა მან.