დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიებს არ ებრძვიან- ანა ნაცვლიშვილი

20.05.22 15:40
დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიებს არ ებრძვიან- ანა ნაცვლიშვილი

ნიკა გვარია ციხეში პოლიტიკოსებს ელოდება. საპატიმროში პარტია ,,ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, უნდა შევიდეს. მისი თქმით, ,,მთავარი არხის" დამფუძნებელთან რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ აპირებს საუბარს.

პირველ რიგში მოვედი, რომ მოვინახულო და გავიგო, როგორია მისი პატიმრობის პირობები. აგრეთვე, მინდა, საჯარო მხარდაჭერა დავაფიქსირო.

მაინტერესებს, ნიკასგან მოვისმინო, როგორ ხედავს ამ პროცესებს და ზოგადად მინდა, ვისაუბრო ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისთან დაკავშირებით, რომელზეც ყოველდღიურად ,,ოცნება" ცეცხლზე ნავთს ასხამს, აძლიერებს პოლარიზებას და აძლიერებს პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემას, რომელიც ქვეყნისთვისაა პრობლემა. 

დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიებს არ ებრძვიან. სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენება ავტოკრატიული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი.- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი

უკვე მეხუთე დღეა, ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი ტელევიზორის გარეშე სრულ ვააკუმშია, ქვეყანაში მიმდინარე ამბებს კი ვიზიტორებისგან იგებს.

 

მსგავსი სიახლეები