გამობრძანდით მედიტაციაზე - ბექა ოდიშარია
გადმობრძანდით მედიტაციაზე- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს ჟივილ-ხივილისა და ყალბი განცხადებების გაკეთების ნაცვლად მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე და გადმობრძანდით რეზულტატის მიღებაზე - თქვა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას ასევე მოუწოდა, რომ არჩევნების საკითხის შესასწავლად პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ.