მუმლაძე მოძალადე პოლიციელებისგან თავს იცავდა - აქცია შსს-სთან
პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - გომელაურის უწყებასთან დაკავებული აქტივისტის, გიორგი მუმლაძის, მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.
ნიკა ფარულავა ამბობს, რომ მუმლაძეზე პოლიციამ იძალადა.
ურტყამდნენ და ახრჩობდნენ, მისი ქმედება კი იყო რეფლექსური - თავს იცავდა- აცხადებს ფარულავა.
აქტივისტები შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვენ.