ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა

25.05.22 19:12
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა. მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ქართული ოცნება წინა კვირას ამბობდა.

რასაც ჩვენ ვამბობდით, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ დაადასტურა და ამით ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს აშშ-ს საელჩო დანაშაულს ჩადიოდა, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა მოსამართლესა და სასამართლოზე ზეწოლას და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები