"ჯაყოებში ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში დავით უსუფაშვილი" - ირაკლი კობახიძე
"ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. მე ვიტყოდი, ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი", - განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
პარტია "ლელოს" წევრმა, დღეს, პოლიტიკური დებატების დროს ბიძინა ივანიშვილი მოიკითხა და შეახსენა, რას ფიქრობდა ის თავის დროზე ირაკლი კობახიძეზე.
დავით უსუფაშვილმა ის დრო გაიხსენა, როდესაც ივანიშვილი კობახიძეს "საშიშ კაცად" მიიჩნევდა და გაოგნებულიც კი იყო მისით.