რა შემთხვევაში გადაუვადდება სააკაშვილს სასჯელი - ნიკა სიმონიშვილის განმარტება
მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის მოლოდინშია - ახლა ყველა ელოდება, რა დასკვნას დადებენ დამოუკიდებელი მედიკოსები.
კანონში პირდაპირ წერია, რომ ერთადერთი რამ, რაც სასჯელის გადავადების საკითხს დღის წესრიგში დააყენებს, პატიმრის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
სასჯელის გადავადების დროს და ხანგრძლივობას კი მოსამართლე განსაზღვრავს.
რა შემთხვევაში გაიღება მიხეილ საკააშვილისთვის ციხის კარი და რა სამართლებრივი გზის გავლა მოუწევს პრეზიდენტს - განნმარტება ამ საკითხზე "პირველებთან",,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელსაც ხელში ექნება ექსერტიზის დასკვნა.
,,საიას" ხელმძღვანელის განმარტებით, შესაძლოა, პრეზიდენტის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილოს არა უშუალოდ სააკაშვილის საქმის, არამედ, არამეს სხვა მოსამართლემ.
სასაჯელის გადავადების შემთხვევაში მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა, რომლის მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ სასჯელის მოხდა იმ პირობებში, რაშიც იხდის სასჯელს ეს პირი, შეუთავსებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
შუამდგომლობა შედის იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა კონკრეტული განაჩენი. შემდგომ ამ საქმეზე მსჯელობს ის მოსამართლე, რომელსაც საქმე ელექტრონულად საქმის განაწილების შესაბამისად დაეწერება.
თუ არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს, რა პერიოდიდან მოხდება სასჯელის გადავადება, ეს ყველაფერი სასამართლოს შესაბამის განჩინებაში იქნება აღნიშნული.
სასამართლოს აქვს უფლება, თუ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა, მოითხოვოს სხვა ექსპერტიზა- აცხადებს ნიკა სიმონიშვილი