"თუ ზურაბიშვილმა ავტორიტარიზმი ახსენა, ალბათ სააკაშვილის პერიოდს გულისხმობდა" - ოცნების დეპუტატი
"თუ ზურაბიშვილმა ავტორიტარიზმი ახსენა, ალბათ სააკაშვილის პერიოდს გულისხმობდა"- ასე გაიგო "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის უმწვავესი გზავნილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე გააჟღერა.
პარლამენტარი ინტერესდება - "დღეს რაიმე სახის ავტორიტარულ" ნიშნებს ვხედავთ თუ არა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეზე და ამბობს, რომ ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად ძალაუფლების დაბალანსება აუცილებელია.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სასამართლო სისტემას ღიად აკრიტიკებს - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას "სირცხვილი" უწოდა იმას, რომ ქვეყანა სათანადოდ ვერ აგრძელებდეს სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას.