ე.წ. აბაროტი წყნეთში მოწყობილი გარჩევის გამო - "პირველებმა" არაყიშვილზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი გაარკვია

28.05.22 14:59
ე.წ. აბაროტი წყნეთში მოწყობილი გარჩევის გამო - "პირველებმა" არაყიშვილზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი გაარკვია

"პირველებმა" თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმაზე ახალი დეტალები გაარკვია - "ტვ პირველის" ინფორმაციით, დედაქალაქში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება, წარსულში არსებული დაპირისპირების გაგრძელებაა. 

საუბარია, წყნეთში მომხდარ  ე.წ გარჩევაზე, როელზეც "ნოდარ მელაძის შაბათმა" ინფრმაცია 22 იანვარს გაავრცელა. ამ საქმეში კი გუშინ დაჭრილი სერგი ქურთიაშვილის სახელი ფიგურირებდა. 

დაჭრილი სერგი ქურთიშვილის დედა, ბაკურაინის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ეკა ორჯონიკიძე, არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის მცდელობა სწორედ წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ირკვევა, რომ დაჭრილი ქურთიაშვილი ციხეშიც იჯდა, თუმცა მან სასჯელკაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ 6 თვე გაატარა. 

ორჯონიკიძე "პირველებთან" ყვება, რომ შვილს სისხლიან გარჩევამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონით ესაუბრა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მოუწყვეს, როდესაც ახალგაზრდა თანხის გადარიცხვას ცდილობდა.

ბიჭები არიან, რაღაც ჩუმი კონფლიქტი თუ ჰქონდა ეს არ ვიცი, რაღაც რომ მოხდა, ეს ბავშვები ყველანი დაკავებულები იყვნენ და ის სასჯელიც მოიხადეს, რაც ეკუთვნოდათ"- აცხადებს დაჭრილის დედა. 

 სერგი ქურთიაშვილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში  რჩება. მას 10 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.  გიორგი კაჭკაჭიშვილი კი სახლში გუშინ გაწერეს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. 

 

მსგავსი სიახლეები