სიკვდილის ბრიგადების თარეში თბილისში - განგსტერები კრიმინალურ გარჩევებს აწყობენ, დასჯილი არავინაა

22.01.22 21:08
სიკვდილის ბრიგადების თარეში თბილისში - განგსტერები კრიმინალურ გარჩევებს აწყობენ, დასჯილი არავინაა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა და გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა თბილისში მოქმედი  „განგსტერების“ დაჯგუფების შესახებ ხმაურიანი რეპორტაჟი მომაზადა. 

ირკვევა, რომ 8 კაციანი დაჯგუფება ხელშეუხებლობის გარანტიით და გავლენიანი მფარველების წყალობით სარგებლობს - მსხვერპლს სასტიკად უსწორდება, შემდეგ დამამცირებელ ვიდემასალას უღებს, უვრცელებს და ახალგაზრდები ლამის სუიციდამდე მიჰყავს. 

უმძიმესი ვიდეომასალა, ინტერნეტით, CRIME PLANET-მა გაავრცელა. კადრები უკვე ნახა 36 ათასმა ადამინმა, ვიდეოს ახლავს ანოტაცია, რომ "ის თბილისშია გადაღებული  და სისხლიანი გარჩევა "სერგიმ" და  "კოტორამ" მოაწყვეს,  მათ ახალგაზრდა სასაუბროდ დაიბარეს, შემდეგ კი ფულის მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ, ურტყამდნენ ყველაფერის რაც კი ხელში მოხვდათ"- ვკითხულობთ პირველწყაროს ინფორმაციაში.

სად არის გადაღებული ადამინების წამების ვიდეომასალა გავრცელებული კადრებით იდენთიფიცირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ, სისხლით სავსე ოთახი, სადაც ახალგაზრდებს სასტიკად ცემენ წინასწარ კარგად შერჩეული ლოკაციაა. მას არც ფანჯრები აქვს და სავარაუდოდ ის შენობის მინუს სართულია.

2 წუთიან ვიდეომასალში კარგად ჩანს, წამების ერთ-ერთი მსხვერპლის სახეც, თუმცა მის ვინაობას დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. ჩვენი ინფორმაციით, ის ამ გარჩევის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სუიციდამდე მივიდა. ვიდეოკადრებში ისმის ხმა "რატომ დამარტყი" რაც აჩენს განცდას, რომ სისხლიანი გარჩევის მონაწილეებს შორის კონფლიქტი იმ დღეს არ დაწყებულა.

ვიდეოკადრებში ჩანს, დანაშაულის ორი იარაღი დანა და სავარაუდო ავტომატი მჭიდით. მსხვერპლს ისინი სწორედ იარაღით მკვლელობით ემუქრებიან.

სასტიკი ანგარიშსწორების კადრები, ახლა თბილისში ტელეფონიდან ტელეფონში გადადის, ვიდეოკადრებით ბანდის რამდენიმე წევრის ამოცნობა შესაძლებელია. ნაწილი მათგანი სახეს  ნიღბით მალავს ნაწილი კი სიბნელის გამო არ ჩანს. ვიდეოკადრების გამავრცელებლის მიერ ორი პირის იდენტიფიცირება ხდება მათ აქ  "კოტორად" და "სერგიდ" მოიხსენიებენ.

ჩვენი ინფორმაციით, "კოტორა" - „ვაკის დაჯგუფების ერთ ერთი წევრი ვაჟა კოტორაშვილია, "სერგი" სერგო ქურთიაშვილი - ერთი-ერთი გავლენიანი ბიზნესმენის შვილი.

23 წლის კოტორაშვილი თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზეა რეგისტრირებული - "კოტორა" კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრში ერთი წლის წინაც მოექცა, როდესაც თბილისში ასათიანის ქუჩაზე გენერალურ კობა კობალაძის შვილთან ერთად, ხელკეტებით, ახალგაზრდა სასტიკად სცემა. მაშინ ეს საქმე ჩაფარცხეს და პოლიციამ ქართული ოცნების დეპუტატი შვილი მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით, კობალაძის ვაჟის სისხლიან გარჩევაში მონაწილება დადგინდა. მაშინ ხუთი პირი დააკავეს, კოტორაშვილი გაიქცა და მასზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატის შვილთან დაკავშირებული ხუთივე პირი ციხიდან 6 თვეში ამნისტიით გამოუშვეს, ამნისტია შეეხო მიმალვაში მყოფ ვაჟა კოტორაშვილსაც.


ციხიდან გამოსული ვაჟა კოტორაშვილი სავარაუდოდ უკვე კრიმინალური გარჩევის ერთ ერთი მეთაური გახდა, ე.წ. "კოტორა"და მისი ბანდა  ახლა მიმალვაშია. მისთვის პასუხი საგამოძიებო უწყებას არც ინტერნეტში გავრცელებული კადრების გამო და არც წყნეთში ამ დასახლებაში  მომხდარი დაპირისპირების გამო მოუთხოვია.

კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა, "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით. „განგსტერების დაჯგუფებამ“ წყნეთში, "ვილა ვაკეს" პრესტიჟულ დასახლებაში ცნობილი მომღერლის  მამუკა ჩარკვიანის შვილს მოუწყეს". - გვწერს ინფორმირებული ადმიანის, რომელმაც მისივე უსაფრთხოების გამომდინარე მისი ვინაობის საჯაროდ თქმა არ ისურვა.  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჯაკო ჩარკვიანი აქ მოტყუებით მისმა მეგობარმა მიიყვანა დაჯგუფების წევრები კი მას სახლში დახვდნენ და დაზინებები ჩაქუჩით მიაყენეს.

დადასტურებულია, რომ ჯაკო ჩარკვიანს და კოტორაშვილის დაჯგუფებას შორის ჩხუბი ამ სახლში მოხდა. "ვილა წყნეთი" საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული კომპლექსია, თუმცა მომხდარის შესახებ ვერც პოლიციამ და ვერც ადგილობრივებმა ვერაფერი გაიგეს.​

ჯანუკი ჩარკვიანი ახლა მედიასთან არ ჩნდება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის "შაბათის ეთერის" არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობს.

რა მოხდა წყნეთში და რას უკავშირდებოდა სისხლიანი გარჩევა, არც მისი ოჯახის წევრებმა იციან.შეირაღებული ბანდის ყველა წევრმა "შაბათის ეთერის"  ინფორმაციით, CRIME PLANET - ზე სისხლიანი ანგარიშსწორების კადრების გავრცელების შემდეგ ქალაქი უკვე დატოვა. "კოტორასთან" ერთად ამ კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მონაწილე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 

სერგო ქურთიაშვილია. ის ბაკურიანის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ეკა ორჯონიკიძის და ბიზნესმენ გოჩა ქურთიაშვილის ვაჟია. ქურთიაშვილს გავრცელებულ ვიდეომასალაში დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებენ. ის არცერთ მისამართზე არ დაგხვდა.

სად იმყოფება ახლა სერგი ქურთიაშვილი და  ჰქონდა თუ არ ამასთან კითხვები პოლიციას ამ შოკისმომგვრელი ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, ამის გასარკვევად "შაბათის ეთერი" ქურთიაშვილის დედას დაუკავშირდა, თუმცა ეკა ორჯონიკძეს, რომლიც წლების განმავლობაში სამცხე ჯავახეთის გუბერნიაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, რამდენიმე დღის წინ კი „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნეს ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. 

თბილისში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეოფაილები ათასობით ადამინმა ნახა, თუმცა ვერ ნახეს გომელაურის უწყების თანამშრომლებმა. ან ნახეს და რეაგირება არ მოხდინეს. ვიდეომასალა, რომლიც ერთდროულად რამდენიმე უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს  ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ძალადობის ყველა მონაწილე ყველა პირი თავისუფალია. "შაბათის ეთერის"  ინფორმაციით, პირი ვინც დაჯგუფების წევრებმა უმოწყალოდ სცემეს და ვიდეოკადრები გაუვრცელეს უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. 

შენიშვნა - ვიდეოკადრები მძიმე სანახავია, მოარიდეთ ბავშვებს და სუსტი ნერვების მქონე პირებს. 

მსგავსი სიახლეები