ახლა მაინც მოვიდნენ და საქმეზე ისაუბრონ- მამუკა მდინარაძე

02.03.21 18:50
ახლა მაინც მოვიდნენ და საქმეზე ისაუბრონ- მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

კარგი ამ ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ მათ უკვე უწევთ კომპრომისზე ერთზე მაინც წასვლა. ისინი უკვე ხვდებიან ამას, გადაკვეთის წერტილები კომპრომისის შემდეგ ადვილი საპოვნელია. მოვიდნენ, დასხდნენ, ხომ შეპირდნენ ძალიან მნიშვნელოვან პერსონას, ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ახლა მაინც მოვიდნენ და ისაუბრონ საქმეზე და არა მხოლოდ პიარკამპანიით იყვნენ დაკავებული - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კომენტარი პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.