კობახიძე უსამართლოს არასდრო არაფერს ამბობს - "ოცნება" პარტიის თავმჯდომარეს იცავს

30.05.22 15:34
კობახიძე უსამართლოს არასდრო არაფერს ამბობს - "ოცნება" პარტიის თავმჯდომარეს იცავს

კობახიძის თავდასხმა პრეზიდენტზე - "ქართული ოცნება" მმართველი პარტიის თავმჯდომარის დაცვას დილიდან ცდილობს. კობახიძის გუნდი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტთან საბოდიშო არაფერი სჭირს. 

მწვავე იყო თავად პრეზიდენტის და თავად კობახიძის განცხადებები, თუმცა არ მგონია, რომ აქ საბოდიშო რაიმე იყოს აქ" - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. 

უსამართლოს ირაკლი კობახიძე არასდროს არაფერს ამბობს" - ამბობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.

ირაკლი კობახიძე წყობიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაფიო გზავნილებმა გამოიყვანა, როცა მთავარსარდალმა 26 მაისის ღონისძიებაზე სასამართლო მკაცრად გააკრიტიკა და ავტორიტარიზმის საფრთხეზე ისაუბრა. 

კობახიძემ მალევე განაცხადა, რომ "სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა". "ქართული ოცნების" ლიდერმა პოლიტიკური იერიში სალომე ზურაბიშვილზე დღესაც მიიტანა და თქვა, რომ "პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა".

მსგავსი სიახლეები