კობახიძეს ბევრი საბოდიშო დაუგროვდა - ოპოზიცია

30.05.22 16:01
კობახიძეს ბევრი საბოდიშო დაუგროვდა - ოპოზიცია

კობახიძის თავდასხმა პრეზიდენტზე - ოპოზიცია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას კატასტროფულს უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძეს ბევრი საბოდიშო ტყუილები დაუგროვდა.

"პრეზიდენტს უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ რაღაც მიკიბ-მოკიბვის გარდა, მკაფიო პოზიცია დაიკავოს ამ პროპუტინისტურ რეჟიმთან მიმართებაში, თუ ამის ძალას და რესურსს ხედავს საკუთარ თავში და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას". - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

კობახიძის "ტყუილები" არ უკვირს "სტრატეგია აღმაშენებელის" ხელმძღვანელსაც:  

ასეთი ბოდიშები ბევრი დაუროვდება კობახიძეს. დადგება დრო, რომ კობახიძეს საჯაროდ გამოვა და ბოდიშს მეც მომიხდის და ყველას, იმ ბევრი ტყუილისა და მავნებლობის გამო, რასაც ის სჩადის". - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ირაკლი კობახიძე წყობიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაფიო გზავნილებმა გამოიყვანა, როცა მთავარსარდალმა 26 მაისის ღონისძიებაზე სასამართლო მკაცრად გააკრიტიკა და ავტორიტარიზმის საფრთხეზე ისაუბრა.

კობახიძემ მალევე განაცხადა, რომ "სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა". "ქართული ოცნების" ლიდერმა პოლიტიკური იერიში სალომე ზურაბიშვილზე დღესაც მიიტანა და თქვა, რომ "პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა".

მსგავსი სიახლეები