"რეგვენი" - ეკა ხერხეულიძე კობახიძეზე

30.05.22 17:23
"რეგვენი" - ეკა ხერხეულიძე კობახიძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და მას "რეგვენს" უწოდებს. მისი თქმით, კობახიძის განცხადებები სამარცხვინოა. 

არაფერი არ იცვლება. იცით, რომ წონა დაკარგული აქვს საავადმყოფოში შემოსვლის შემდეგაც, აქედან გამომდინარე, ველოდებით დედაც, მეც, ყველა გულშემატკივარი ექსპერტების ჩართულობას სასამართლო გადაწყვეტილება ის აღსრულებაზე. ახლა რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში? რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი 9500 პატიმარზე უარესი? ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი? აი, რა ვუპასუხო ახლა ამას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება აკადრებდეს ამას. არ ვიცი ახლა მის თავში რა ტრიალებს, რა ხდება ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ეს არის სამარცხვინო და არა შეიძლება პარლამენტარი, მითუმეტეს, პირველი სპიკერი აკეთდებდეს ამას, - თქვა ხერხეულიძემ. 

მსგავსი სიახლეები