რეზოლუციის პროექტი, რომელიც epp-მ მიიღო, ნაციონალური მოძრაობის მიერა მომზადებული - "ოცნების" დეპუტატი
ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი ენმ-ს მიერ არის მომზადებული.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობაზე სამართლიანი შეფასების იმედი აქვთ.
ეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სახალხო პარტიამ მიიღო არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული და ტექსტი, რომელიც მასში არის ალბათ არავისთის გაკვირვებას არ წარმოადგენს. მათ , მსჯავრდებული ბელადების თემა ქვეყნის ინტერესებს ურჩევნიათ. მოლოდინი გვაქვს აბსოლუტურად სამართლიანი შეფასების და საქართველო იმსახურებს კანდიდატის წევრობის სტატუსს. - აცხადებს გივი მიქანაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ "ევროპის სახალხო პარტიისგან" კიდევ ერთი მწვავე გზავნილი მიიღო: "არაფორმალურმა მმართველობამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია"- წერს epp.