ოცნებაში ყველაფერს აკეთებენ, რომ მარტო, პირდაპირ დავრჩეთ რუსეთთან - გიორგი ვაშაძე EPP-ს რეზოლუციაზე

31.05.22 12:05
ოცნებაში ყველაფერს აკეთებენ, რომ მარტო, პირდაპირ დავრჩეთ რუსეთთან - გიორგი ვაშაძე EPP-ს რეზოლუციაზე

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუციის ირგვლივ ქართული ოცნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ EPP-დან უარი მიიღონ.

ყველაფერს აკეთებენ რომ უარი მივიღოთ. მეორე, ყველაფერს აკეთებენ, რომ  ეს უარი დააბრალონ ყველას, გარდა საკუთარი თავისა და მესამე,  ყველაფერს აკეთებენ, რომ მარტო, პირდაპირ დავრჩეთ რუსეთთან, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, შეინარჩუნონ ავტორიტარული ხელისუფლება ამ ქვეყანაში". - ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - EPP პირდაპირ ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.

"არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების "შეუჩერებელი ეროზია" გამოიწვია" - წერია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები