"თურმე, სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, მას უნდა დავუწესოთ სანქციები"- "ოცნების" დეპუტატი

07.06.22 13:34
"თურმე, სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, მას უნდა დავუწესოთ სანქციები"- "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი,  EPP-ს რეზოლუციას აკრიტიკებს. 

თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში,  ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები. თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას  პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი "გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები"- თქვა თქვა ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დაუწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოსამართლეებს, რომლებსაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს - ამ შინაარსის რეზოლუციის პროექტს  ევროპარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს. საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის შინაარსი თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები