"აუცილებლად პასუხს გასცემენ რუსეთიდან მართულ ბნელ ძალას" - გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარებზე
ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებასტან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება და რომელიც საკმაოდ კრიტიკული შინაარსის არის, ოპოზიციაში ეხმიანებიან.
კრიტიკული შინაარსის დოკუმენტის მიუხედავად, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედს იტოვებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს, რადგან ევროდეპუტატები ქვეყენას არ მიატოვებენ.
ამასტან გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პრობლემებს კარგად ხედავენ და რუსეთიდან მართულ "ოცნებას" შესაბამის ადგილს ყოველთვის მიუჩენენ.
ეს არის ძალიან მკაფიო გვზავნილი ჩვენი ევროპელი პარლამენტარების და ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ, ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ყველა იმ ბნელ ძალას, ყველა იმ ანტიქართულ ძალას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, შესაბამის ადგილს მიუჩენენ. ისინი აუცილებლად პასუხს გასცემენ რუსეთიდან მართულ ბნელ ძალას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აირიდებენ თავიდან იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელსაც, პირველ რიგში, მათ ქართველი ხალხი დააკისრებს, - თქვა გიორგი ვაშაძემ.