მაქსიმუმ, ვინც შეიძლება, გცემოთ, მანჯგალაძეა - ალუდა ღუდუშაური ვაშაძეს მიმართავს
მაქსიმუმ, ვინც შეიძლება გცემოთ, მანჯგალაძეა - ასეთი რეაქცია გამოხატა უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, დღევანდელი გამოსვლის საპასუხოდ.
დეპუტატი გიორეგი ვაშაძე ისეთი მშიშარა და მხდალია, თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, დაზღვევის გარეშე საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას.
ჩვენ ცემას არ გიპირებთ, ბატონო გიორგი. მაქსიმუმ, ვინც შეიძლება, გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. ამიტომ მაგისი გეშინოდეთ. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობაზე და შეურაცხყოფაზე, გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს, რომ სად თქვენ და სად ჩვენ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პარლამენტში დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება მასზე თავდასხმას გეგმავს.
ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ისინი აპირებენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე და გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.