ნაგავში რომ იქექებიან, თვითონაც ვხედავ, მაგრამ პარიზშიც არის ეგეთები - "ოცნების" დეპუტატი

15.04.21 21:27
ნაგავში რომ იქექებიან, თვითონაც ვხედავ, მაგრამ პარიზშიც არის ეგეთები - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, აცხადებს, რომ ხედავს, როგორ იქექებიან საქართველოში მოქალაქეები ნაგავში, თუმცა იქვე ამბობს, რომ "ასეთი რამ პარიზშიც ხდება". 

მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგეთები..."- განაცხადა ჟურნალისტებთან ბოლქვაძემ.