რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილს დემოკრატიის მთავარ პრობლემად აცხადებს, ჩალის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე

09.06.22 15:28
რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილს დემოკრატიის მთავარ პრობლემად აცხადებს, ჩალის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ევროპარლამენტის უმწვავესმა გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრე პირდაპირ ამბობს, რომ რეზოლუციას, სადაც ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებაა მოთხოვნილი, "ჩალის ფასი" აქვს. 

რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას, გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და რომელიც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკისგან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნდა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს"- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი! რეზოლუცია, ევროპარლამენტმა ხმათა უმრაველესობით დაამტკიცა.  

მსგავსი სიახლეები