დასანქცირდეს ივანიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციამ ,,ოცნებაში" სრული დაბნეულობა გამოიწვია

09.06.22 15:42
დასანქცირდეს ივანიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციამ ,,ოცნებაში" სრული დაბნეულობა გამოიწვია

„ადამიანმა ქვეყანას ჩამოაცილა რეჟიმი, რომელიც დემოკრატიას ებრძოდა და ის რეჟიმი ,რომელიც თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, წიხლქვეშ გიფენდათ“ - ევროპარლამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ასე ეხმაურება დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "ქართული ოცნება" უკმაყოფილო შეხვდა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი ოლიგარქია არ არსებობს.

არანაირი ოლიგარქია ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ევროპარლამენტარები, ის ადამიანები, არ ვიცი ახლა, ვისგან იღებენ ინფორმაციას, მსგავსი რეალობა საქართველოში არ არსებობს“. - აცხადებს ,,ქართული ოცნების" წევრი.

რაც შეეხება გია ვოლსკს, ის ჯერ კიდევ საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

ევროპარლამენტი რას ემხრობა, ეს გამოჩნდება მის საბოლოო გადაწყვეტილებაში. ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი თითოეული პუნქტი .- განაცხადა ვოლსკიმ.

რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება. 
 

მსგავსი სიახლეები