ევროკავშირმა წევრობის მსურველი სამი ქვეყნიდან საქართველო გამოყო - რა შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა სტატუსს?

09.06.22 17:11
ევროკავშირმა წევრობის მსურველი სამი ქვეყნიდან საქართველო გამოყო - რა შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა სტატუსს?

ევროკავშირმა წევრობის მსურველი სამი ქვეყნიდან საქართველო გამოყო. პოლიტიკური ჯგუფები უკრაინისა და მოდლოვასთვის სტატუსის დაუყონებლივ მინიჭებას ითხოვენ, საქართველოს შემთხვევაში კი არის დათქმები. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. 

მტკიცედ მოგიწოდებთ, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად; დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის წამოწყებით; იმუშავეთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, რაც ქართველი ხალხის ლეგიტიმური ასპირაციის აღსრულება იქნება" - წერია რეზოლუციაში. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 

ევროპარლამენტარები იქვე აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური სწრაფვა იმსახურებს ხორცშესხმას. 

 

მსგავსი სიახლეები