ხალხს არ სჭირდება ისეთი "ობიექტურობა", სადაც გვარამიასა და სააკაშვილისთვის სანქციების მოხსნას და ივანიშვილისთვის დაწესებას ითხოვენ - მდინარაძე

09.06.22 17:15
ხალხს არ სჭირდება ისეთი "ობიექტურობა", სადაც გვარამიასა და სააკაშვილისთვის  სანქციების მოხსნას და ივანიშვილისთვის  დაწესებას ითხოვენ - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მისამართით არასამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. 

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, რეზოლუცია იმიტომ დაინიცირდა, რომ საქართველოს „სამარცხვინო“ ოპოზიცია აბრკოლებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ზუსტად იმიტომ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი  ამ რეზოლუციაში, რატომაც, ეს რეზოლუცია ამ დღეებში დაინიცირდა და იმიტომ დაინიცირდა, რომ დაბრკოლება შეექმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამაში, სამწუხაროდ, მონაწილეობას იღებენ ევროპელი ინიციატორები ამ თემისა და საქართველოს სამწუხარო და სამარცხვინო ოპოზიცია. დაინტერესება, ეს არის ხელისუფლების ამოტრიალება და ამის შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტი. ქართველ ხალხს არ სჭირდება ისეთი ბრჭყალებში ობიექტურობა, სადაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი დემოკრატებად არიან წარმოდგენილები და მათთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ მათ მიმართ და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებას. ბიძინა ივანიშვილს გაზპრომთან და რუსეთთან კავშირი აღარ აქვს. მან გაყიდა აქტივი და ისე მოვიდა ხელისუფლებაში“.  - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
 

მსგავსი სიახლეები