კობახიძე ელოდება, რომ ივანიშვილისგან სერიოზულ შენიშვნებს მიიღებს - ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე ირაკლი კობახიძის შეფასებას, შეშინებული ლიდერის შეფასება უწოდა.
რესპუბლიკური პარტიის წევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილისგან შენიშვნებს მიიღებს.
ბატონი კობახიძის შეფასება ჰგავს შეშინებული ლიდერის შეფასებას, რომელმაც მიიღო ძალიან მძიმე გზავნილი. ასევე, ის მოლოდინშია, რომ მიიღებს სერიოზულ შენიშვნებს ივანიშვილისგან.
სჯობს თვალი გაუსწორონ რეალობას და დაიჯერონ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად არიან ინფორმირებულნი და ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური ლიდერი“. - აცხადებს ხათუნა სამნიძე.