შეეშვი ლექსო ლაშქარავაზე ფეხების შეწმენდას, არ გაგივა! - ვატო წერეთელი კობახიძეს
,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ევროპარლამენტში გუშინ გაკეთებულ განცხადებებეს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეეშვას ლექსო ლაშქარავას სახელით აპელირებას.
ვატო წერეთელი პროგნოზირებს, რომ 5 ივლისი და მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა ,,ქართული ოცნების" განაჩენი იქნება.
პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც დიდი დრო დაეთმო მედიას, მედიაგარემოს. ჩვენი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას, სახელი გაისმა, ნიკა გვარამიას სახელი, 5 ივლისი, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაგეგმა.
დღეს არავინაა დასჯილი, არც დამკვეთი, არც შემსრულებელი.
მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას. ეს სიბინძურე, რასაც შენ შვები, არ გაგივა!
5 ივლისი და მედიაგარემო- ეს არის თქვენი განაჩენი. - თქვა ვატო წერეთელმა.