არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო "მოსამართლე" ჩხიკვაძეს - ნიკა გვარამია
მადლობა ,,მოსამართლე" ჩხიკვაძეს - ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება, სადაც ქართულ მართლმსაჯულების პრობლემებსა და პოლიტიკურ განაჩენებზე იყო საუბარი.
შექმნილ ვითარებაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო "მოსამართლე" ჩხიკვაძეს. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ, ბედის უკუღმართობით, ამ ყველაფერში მისი როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
P.S. მგონი შორს არაა ის დრო, როდესაც "მოსამართლე" ჩხიკვაძეს ჩანერგილ ნაცად გამოაცხადებენ - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.