უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოზე არ არის - ჩაჩიბაია

09.06.22 17:50
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოზე არ არის - ჩაჩიბაია

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოზე არ არის.

ოპოზიციის წარმომადგენელის, ნიკა მაჭუტაძის, კითხვაზე, რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭები - მიგაჩნიათ, რომ ისინი არ იმსახურებენ ამას? ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა უპასუხა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე მხოლოდ საქართველოში დაღუპული ჯარისკაცების ადგილია.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრძალებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქმედი ჯარისკაცები არიან და რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ ბრძოლის ველზე“. - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

სკანდალური განცხადება ჩაჩიაბაიამ თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას გააკეთა, რომელსაც პარლამენტში საათზე მეტია, უსმენენ. 
 

მსგავსი სიახლეები