მივმართავ ივანიშვილს, აღიარე საკუთარი გაკოტრება და გამოაცხადე ახალი არჩევნები - შალვა ნათელაშვილი

09.06.22 18:07
მივმართავ ივანიშვილს, აღიარე საკუთარი გაკოტრება და გამოაცხადე ახალი არჩევნები - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტია ევროკავშირის რეზოლუციის უმწვავეს ტექსტს ეხმიანება. შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპელი კოლეგების დახმარებით კიდევ უფრო გამოაშკარავდა ,,ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ზრახვები.

,,ლეიბორისტების" ლიდერი მოუწოდებს ოლიგარქ ივანიშვილს, დაუყონებლივ გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები, ქვეყანას კი სათავეში  უნდა ჩაუდგეს აპოლიტიკური დროებითი მთავრობა.

,,ლეიბორისტული პარტიის" 10 წლიანი ხმალშემართული ბრძოლა, ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის პარლამნტმა მიიღო რეზოლუცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებაზე. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი მთავრდება, საქართველო თავისუფლდება.

გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო ახალი ეპოქის დაწყებას. უდიდეს მადლობას ვუხდი ევროპის კავშირს, აშშ-ს. 

ჩვენმა მეკავშირეებმა დღეს ფაქტიურად გადაარჩინეს საქართველოს თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და მომავალი. 

იწყება სრულიად ახალი ეპოქა.

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბედურების ავტორსა და ორგანიზატორს, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, აღიარე საკუთარი გაკოტრება და დაუყონებლივ გამოაცხადე ახალი არჩევნები!

ახალ არჩევნებამდე ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს დროებითი, ტექნიკური, არაპოლიტიკური მთავრობა! ეს არის ერთადერთი გამოსავალი - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები